суббота, 24 октября 2015 г.

IX დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო-,,შემოდგომა"

   ამ კურსმა მასწავლა,რომ სწავლა პროექტებით დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეებს გამოვუმუშაო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, დავგეგმო ისეთ აქტივობები,რის საშუალებითაც მოსწავლეები გამოიკვლევენ, გაანალიზებენ,აღწერენ ფაქტებს და შექმნიან სხვადასხვა რესურსს,ამით სწავლის პროცესი გააქტიურდება და შეფასებასაც სხვადსხვა მეთოდებით მოვახერხებ.
    ვიუვერი,ელექტონული წიგნი პროექტებით სწავლების შესახებ,არის საუკეთესო რესურსი და გზამკვლევი.
     ინტელის ტრენინგზე მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები დამეხმარება უფრო სრულყოფილი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
    მეცხრე დღეს  ავტვირთეთ უკვე სრულყოფილი პროექტი.
  

воскресенье, 18 октября 2015 г.

VIII დღე

     მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით.
    გავაკეთე შეფასების მოკლე მონახაზი,გავეცანი დიფერენცირებულ მიდგომებს და შვქმენი ამ მიდგომით ერთ-ერთი სავარჯიშო,რათა მოხდეს მოსწავლის თვითრეგულაცია და ყოფილიყო დამოუკიდებელი მსწავლელი.
     შევქმენი ფასილიტაციის ნიმუში,რათა გაზრდილიყო მოსწავლის პროდუქტიულობა, და სწავლების პრაქტიკა.

суббота, 17 октября 2015 г.

VII დღე

მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით:
კერძოდ გავეცანი თვითრეფლექსიის,თვითშეფასების და ჩეკლისტების ნიმუშებს, რომელიც მოვარგე ჩემი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს. ეს ყველაფერი გაუადვილებს მუშაობას,თანამიმდევრულად გააკეთოს პრეზენტაცია. ამ დროს უვითარდება მოსწავლს მაღალი სააზროვნო უნარები,ტექნოლოგიების ფლობის და გამოყენების უნარები.
ასეთი მრავალფეროვანი რუბრიკების გაცნობა დამეხმარება მომავალში მოვახდინო მოდიფიცირება განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში.

воскресенье, 11 октября 2015 г.

VI დღე

        ამ მოდულში შევისწავლე ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესის ხელშეწყობისათვის:
       მოვირგე მოსწავლის როლი და შევქმენი საპრეზენტაციო  ფაილი-მოსწავლის სავარაუდო ნიმუში,რათა ზედმეტი ან რთული დავალება არ მიმეცა,გამეთვალიწინებინა მათი შესაძლებლობები პროექტის ფარგლებში. ამ დავალებით შესაძლებლობა მიეცემათ აქცენტი გააკეთონ ძირითად და მნიშვნელოვან ასპექტებზე და სიღრმისეულ წვდომაზე.
      

суббота, 10 октября 2015 г.

V დღე

             დღეს იყო ნაყოფიერი, შევისწავლე მოდული,რომელიც დამეხმარა დავფიქრებულიყავი,რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე,კერძოდ:
          1. ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვა.
          2. სხვისი ბლოგის დათვალიერება, უკუკავშირის მიცემა და განმავითარებელი კომენტარის დადება.
          3.საავტორო უფლებების დაცვა.
         4. ვისწავლეთ საძიებო სისტემაში ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება და  ამათუიმ საიტის ბუკმარკის საშუალებით დამახსოვრება.

воскресенье, 4 октября 2015 г.

IV დღე

                ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და განმავითარებელი შეფასების ფორმები:

              1.სტანდარტი მოვარგე ესგ-ს და დავწერე მიზნები.
              2.შევეცადე  მოსწავლეებში მიმეღწია პროექტის არსში სიღრმისეულ წვდომა.
              3.განვიხილე ხუთი სტანდარტი:

  •  წინარე ცოდნა და საჭიროებების დადგენა     
  • თვითრეგულირება, თანამშრომლობა, წახალისება
  • მეტაშემეცნების წახალისება,გაგების შემოწმება
  • როგრესის მონიტორინგი
  • გაგების და უნარების დემონსტრირება                                                                         ასევე მეთოდები თავისი ინსტრუმენტებით.

суббота, 3 октября 2015 г.

II დღე

ამ მოდელმა დამაფიქრა ჩემს როლზე, როგორც მასწავლებელის,სასწავლო ღონისძიებების დაგეგმის პროცესში.
ვისწავლე:
1.პროექტებით სწავლება
2.ბლოგის შექმნა,სადაც მოვათავსებ ჩემს რეფლექსიას.
3.პროექტებით სწავლების აქტივობები.
4.პუბლიკაციის შექმნა.